GT ტექნოლოგიით აღჭურვილი სრულად ღია, ორადგილიანი ავტომობილი. სპორტული, თავისუფალი, ბუნებრივი. 718 Spyder RS არის როდსტერი, შუაში
განლაგებული ძრავით, რომელსაც ყველა სირთულის დაძლევა წამის მეათასედში
შეუძლია. დამატებითი სიამოვნებისთვის,
მართვის დაწყებისთანავე გაიგონებთ ამ ავტომობილის განსაკუთრებულ ჟღერადობას.
ეს არის მიზანსწრაფულობის და გამბედაობის საუკეთესო შერწყმა: სარბოლო ტრასაზე გამოცდილი ავტომობილის ჩარჩო, ძრავა GT4 RS ... 718 Spyder RS თავის ველურ სიმძლავრეს გზებზე შეუპოვრად იყენებს. გზის ყოველ მონაკვეთთან ერთად, მღელვარების სასიამოვნო შეგრძნება სულ უფრო მეტად ძლიერდება.
ზუსტი მართვადობა მთაგორიან უღელტეხილებში: საკიდრის საამორტიზაციო დგარის მსუბუქი ღერძი, ამორტიზატორის ზამბარები და დამხმარე ზამბარები, საბურავის სადგარები განაპირობებს წევის სიმძლავრეს და სტაბილურობას. ბურთულა სახსრები საბურავების ზუსტ სვლას უზრუნველყოფს .
სალონში ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზეა გამახვილებული, ეს არის ღია სახურავის და სპორტული მახასიათებლების მქონე ავტომობილის მართვით გამოწვეული სიამოვნება. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა 718 RS-თვის დამახასიათებელ საჭესა და კარების სახელურებს.