თითქმის 25 წელია რაც, 911 GT3 ცდება ფიზიკის საზღვრებს. მისი სპორტული დიზაინი და უნიკალური შესრულება სარბოლო ტრასებსა და ავტომაგისტრალებს შორის საზღვრებს შლის.
7-სიჩქარიანი პორშეს ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფის (PDK) და მექანიკური, 6-სიჩარიანი სპორტული გადაცემათა კოლოფის (GT) საშუალებით, ავტომობილის მართვა ადრენალინის უწყვეტ წყაროდ იქცევა.
ისტორიაში პირველად, 911 GT3 ხელმისაწვდომია Weissach მოდულთან ერთად. შემცირებულია ავტომობილის წონა და გაუმჯობესებულია ტექნიკური პარამეტრები.
მსუბუქი, სპორტული სავარძლები განაგრძობს ამ მოდელებისათვის დამახასიათებელ მსუბუქი ინტერიერის კონცეფციას.
კიდევ უფრო მძლავრი, დინამიკური და გამორჩეული: დახვეწილი დიზაინი აუმჯობესებს აეროდინამიკას და წინა განათებით, რომლებიც ინტეგრირებულია ფარებში, ქმნის მეტ ადგილს გვერდითი ჰაერის გაგრილებისთვის.