ჩვენს ინჟინრები მუდმივად ისწრაფვიან შექმნან ისტორიაში ყველაზე სრულყოფილი სპორტული ავტომობილი. ავტომობილი, რომელსაც აქვს შეუდარებელი პარამეტრები და ამავდროულად არის კომფორტული და იდეალური ყოველდღიური მართვისთვის. მოდელები 911 Turbo სწორედ ამ ფილოსოფიითაა შექმნილი.
მოდელები 911 Turbo გამოირჩევა უბადლო სამუშაო პარამეტრებით და შესანიშნავი მართვის დინამიკით. მიუხედავად იმისა, რომ ძრავის ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა, ყველაფერი დეტალი გაუმჯობესდა და დაიხვეწა.
ანალოგური სიზუტე შერწყმული ციფრულ ინტეგრაციასთან. 911-ის ინტერიერში საუკეთესოდაა შერწყმული მოდელის კარგად ნაცნობი ძლიერი მხარეები და ახალი შესაძლებლობები, ხოლო რადგან საქმე სპორტულ ავტომობილს ეხება, ნებისმიერი მცირე დეტალიც კი, მძღოლზეა მორგებული.
მძლავრი. ელეგანტური. ყოველდღიურობაზე მორგებული. თქვენი ყოველდღიურობის გასამარტივებლად, 911 აერთიანებს სპორტული ავტომობილის სიმძლავრეს, კომფორტულ ინტერიერს და მოწინავე ტექნოლოგიებს.