E-hybrid
ყველა დროის ყველაზე მძლავრი Porsche Cayenne Turbo E-Hybrid

მას შემდეგ, რაც 2023 წელს ახალმა Cayenne-მა პორშეს მოყვარულების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, გერმანულმა ავტოგიგანტმა სპორტული SUV-ის მესამე თაობა მოდელის ახალი TOP-ვერსიის გამოშვებით დააგვირგვინა. ეს არის Cayenne Turbo E-Hybrid Coupé – გაუმჯობესებული მართვის დინამიკითა და განსაკუთრებული სპორტული დიზაინით.

Cayenne-ის ახალი TOP-ვერსია, რომელიც დატენადი ჰიბრიდია, საწვავის განსაკუთრებით ეფექტიანი მოხმარებით და უსწრაფესი აჩქარებით გამოირჩევა.

წინამორბედთან შედარებით, ახალი Porsche Cayenne Turbo E-Hybrid უფრო სწრაფად იმუხტება. გაიზარდა ბატარეის სიმძლავრე, რომლის მეშვეობითაც ელექტროსვლით ახლა უკვე 82 კმ-მდე მანძილის დაფარვაა შესაძლებელი, დამუხტვის დრო კი ორსაათ-ნახევრამდეა შემცირებული.

Cayenne Turbo E-Hybrid-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.7 წამში შეუძლია, მაქსიმალური სისწრაფე კი 295 კმ/სთ-ია.

სრულიად გაუმჯობესებულ, 441 კვტ სიმძლავრის (599 ცხენის ძალა) ორტურბინიანი სისტემის მქონე ბენზინზე მომუშავე 4.0-ლიტრიან V8 ძრავასთან ერთად, ავტომობილს 30 კვტ (176 ცხენის) სიმძლავრის ელექტროძრავაც აქვს. შედეგად, სისტემური სიმძლავრე 739 ცხენის ძალას (544 კვტ) შეადგენს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 950 ნიუტონმეტრს.

Porsche Cayenne Turbo E-Hybrid-ი Comfort და Sport Plus დაკიდების სისტემებითაა აღჭურვილი, რომლებსაც, წინა მოდელებთან შედარებით, კიდევ უფრო მეტი ფუნქცია აქვს.

სწორედ ამ მახასიათებლების გათვალისწინებით Cayenne Turbo E-Hybrid უმაღლესი კლასის ავტომობილად მიიჩნევა.

 

გამორჩეული დიზაინი:

იმას, რომ Cayenne Turbo E-Hybrid და Coupé უმაღლესი კლასის სპორტული SUV-ებია, ამ ორი მოდელის შთამბეჭდავი დიზაინიც მოწმობს. გამორჩეულია ორივე მოდელის კორპუსის წინა ნაწილი, რომელიც დამახასიათებელია Turbo-ს ხაზის მოდელებისათვის და გამოირჩევა გაგრილების სისტემის ფართო ჰაერის შემშვებებით და შავი პრიალა ცხაურებით. Turbo E-Hybrid მოდელების კიდევ ერთი დამახასიათებელი დეტალი უჟანგავი ფოლადის ორი მაყუჩი და მუხრუჭის წითელი მაშუქებია.

ავტომობილის ჭერი დაფარულია Race-Tex მასალის ზედაპირით. ახალი მოდელის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის სპორტული საჭე GT გათბობის რეჟიმითა და მართვის რეჟიმის გადამრთველებით, ასევე 18-სვლიანი რეგულირებადი სავარძლები ტყავის ზედაპირით. ხელმისაწვდომია 14-სვლიანი რეგულირებადი სავარძლებიც.

გაუმჯობესებული მახასიათებლები ასევე მოიცავს ინტერიერს სრულად ციფრული ხელსაწყოთა ბლოკით. ახალი Turbo E-Hybrid მოდელების სტანდარტულ კომპლექტაციაში შემავალი ინოვაციური, HD მატრიცული LED წინა მაშუქები სიბნელეში მეტ კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

 

კიდევ უფრო მძლავრი პარამეტრები:

ახალი Cayenne Turbo E-Hybrid Coupé კიდევ უფრო სპორტულია GT-პაკეტით. აღნიშნული ვერსია გაცილებით დინამიკურია გზაზე და დამატებითი Performance-პარამეტრებით გამოირჩევა. ეს უკანასკნელი ჰიბრიდულ სამყაროში გვთავაზობს Cayenne Turbo GT-ის შესაძლებლობებს. სავალი ნაწილისა და კონტროლის სისტემებმა, მათ შორის პნევმატიკურმა დაკიდებამ, სპეციფიკური პროგრამირების დამსახურებით უკიდურესად შთამბეჭდავი შესაძლებლობები მიიღო. ამ შემთხვევაში ძარა 10 მილიმეტრით უფრო დაბალია.

GT-ვერსიისთვის დამახასიათებელი ბრუნვის ლილვის საკისრები წინა თვლების ნახარს -0,58 გრადუსით ზრდის და უფრო განიერი წინა თვლების კომბინაციაში, მოსახვევებში, საჭის უკეთეს რეაქციასა და მეტ მგრძნობელობას, ასევე მოხვევის მეტ სიზუსტესა და მოსახვევებში გაცილებით გაუმჯობესებულ მოჭიდებას უზრუნველყოფს.

Cayenne Turbo E-Hybrid Coupé-ში გაერთიანებულია GT-ს სპეციფიკა და უნიკალური მახასიათებლების ახალი ჰიბრიდული სისტემა E-Hybrid, რომელიც Cayenne-ის ხაზის მოდელების განსაკუთრებულ დინამიკურობასა და ეფექტურობას განაპირობებს.

 ყველა დროის ყველაზე მძლავრი Porsche Cayenne Turbo E-Hybrid უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისთვისაც.