ახალი წელი, ყველასთვის, სიახლესთან, ახალ გეგმებთან და ოცნებებთან ასოცირდება. თუმცა, მათ განხორციელებას, ხშირ შემთხვევაში, დიდი ძალისხმევა და გამბედაობა სჭირდება. სწორედ ამიტომ, „პორშემ“ გადაწყვიტა, გვიამბოს ადამიანებზე, ვინც ბავშვობის ოცნებებზე უარი არ თქვა, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს მიენდო და მიზანი რეალობად აქცია.
თავად „პორშეს“ 70-წლიან ისტორიაში, ბევრ გაბედულ ნაბიჯს შევხდებით. ფერდინანდ პორშეს მამა, ანტონ პორშე მეთუნუქე იყო და საკუთარი სახელოსნო ჰქონდა, შვილს იქ მუშაობა არ უნდოდა, მას სულ სხვა ინტერესები ჰქონდა – ფერდინანდმა ერთ-ერთ ფაბრიკაში ელექტროენერგიას მოკრა თვალი, სადაც ფაბრიკის დირექტორმა ელექტრობის მოქმედების პრინციპები აუხსნა. 15 წლის ფერდინანდმა გადაწყვიტა, შეძლო, გაბედა და მამის სახელოსნოში ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ 1893 წელს,მან საკუთარი სახლი ერთი დიდი გენერატორით გაანათა, 1898 წელს კი მსოფლიოს პირველი ელექტრო ავტომობილი აჩუქა.
ამის შემდეგ იყო კიდევ ბევრი გაბედული ნაბიჯი – „პორშეს“ ისტორიას უკავშირდება: ცხრამეტჯერ მოგებული „ლე მანის“ რბოლა, თავისივე პირველი ჰიბრიდული ავტომობილი, მსოფლიოში პირველი სპორტული ელექტრომობილი და სხვა.
კამპანია შეგიძლიათ იხილოთ, ჩვენს Youtube და Facebook გვერდებზე.