პორშე კლუბი საქართველოს 5 წლის იუბილე!
პორშე კლუბი საქართველო 2017 წელს დაარსდა და მას შემდეგ ძალიან საინტერესო და მარავაფეროვანი გზა განვლო. კლუბმა მოღვაწეობა რამდენიმე ერთეული ავტომობილით დაიწყო, ახლა კი, მათი ოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევს.
კლუბის წევრებმა ამ ხუთი წლის მანძილზე , 40,000 კილომეტრზე მეტი გაიარეს ერთად.
გაიმართა ათეულობით შეჯიბრი, მათ შორის საერთაშორსო.
პორშე ცენტრი თბილისი ყოველთვის იყო და იქნება კლუბის მხარდამჭერი!