Porsche Cayenne Electric საქართველოშია

26–31 იანვარს, პორშე ცენტრი თბილისი წარმოგიდგენთ სრულად ახალ Porsche Cayenne Electric-ს!

 

გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, პორშეს რიგით მეორე სრულად ელექტრო SUV და ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი სერიული მოდელი, Cayenne Electric, გაყიდვების ოფიციალურ დაწყებამდე 4 თვით ადრე ექსკლუზიურად პორშეს ქართველ ენთუზიასტებს წარვუდგინოთ.

 

მოდელი, ერთი კვირის განმავლობაში, 26-31 იანვარს, იქნება წარმოდგენილი პორშეს შოურუმში.

 

გელოდებით, ერთად აღმოვაჩინოთ ახალი Porsche Cayenne Electric.