საინფორმაციო კამპანია, რომელიც „პორშე ცენტრი თბილისმა“ ელექტრიფიცირებული Porsche Taycan-ის შესაძლებლობებისა და უპირატესობების შესახებ წამოიწყო, გრძელდება.
კამპანიის მესამე ვიდეორგოლი ტაიკანის სპორტულ შესაძლებლობებს ეხება. ოთხკარიანი სპორტული ავტომობილი მართვის ისეთივე დინამიკური და ამაღელვებელი გამოცდილებით გამოირჩევა, როგორითაც პორშეს ლეგენდარული 911 მოდელი.
„პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანიის მიზანია, მომხმარებლებმა უკეთ გაიცნონ ელექტროტაიკანი, მარტივად იპოვონ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები, დარწმუნდნენ ელექტრომობილის შესაძლებლობებსა თუ უპირატესობებში.
ვიდეორგოლების სერია ყველა იმ კითხვას უპასუხებს, რომლებიც ტაიკანით ან, ზოგადად, ელექტრომობილებით დაინტერესებულებს უჩნდებათ.
ელექტრიფიცირებული Porsche Taycan-ის ტექნიკური მახასიათებლები:
- მაქსიმალური სიჩქარე – 260კმ/სთ
- აჩქარება 0-100 კმ/სთ – 2.8 წმ
- სიმძლავრე – 761 ცხენის ძალა
Porsche Taycan გინესის მსოფლიო რეკორდსმენი და 40-ზე მეტი ჯილდოს მფლობელი ელექტრომობილია, როგორც „ყველაზე ინოვაციური მოდელი“. მან ელექტროძრავით ყველაზე გრძელი, უწყვეტი დრიფტი გაიარა. Taycan-მა 55 წუთის განმავლობაში 210 შემოვლა განახორციელა 200-მეტრიანი დრიფტის წრეზე და, სულ, 42 კილომეტრი დაფარა.
სრულად ელექტრიფიცირებულმა Taycan Turbo S-მა გამორჩეული სპორტული შესაძლებლობები „ნიურბურგრინგის“ ლეგენდარულ ტრასაზეც დაამტკიცა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული სარბოლო ზოლი, რომლის სიგრძეც 20,6 კმ-ია, ტაიკანმა, სულ რაღაც, 7 წუთსა და 33 წამში დაფარა.
სრულად ელექტრული მოდელი აერთიანებს ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც სათანადო მეგზურობას გაგიწევთ თავგადასავლების ძიებაში: მართვის რეჟიმები, მაღალი კლირენსი, ტევადობა, სიმძლავრე და სპორტული ავტომობილისთვის დამახასიათებელი სისწრაფე, რომელიც დინამიკური აჩქარების შესაძლებლობას იძლევა.
გერმანული ბრენდის ელექტრიფიცრებული მოდელის Porsche Taycan-ის შეძენა „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმშია შესაძლებელი. მომხმარებელს საშუალება აქვს, კონფიგურატორის დახმარებით თავად შექმნას თავისივე ოცნების ავტომობილი.