„პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი კამპანია, რომელიც საზოგადოებისთვის სრულად ელექტრიფიცირებული Porsche Taycan-ის უკეთ გაცნობას ისახავს მიზნად, გრძელდება. „იგრძენი თავი საზღვრებს მიღმა სრულად ელექტრო Porsche Taycan-თან ერთად“ – ასეთია კამპანიის გზავნილი, რომლის ფარგლებშიც კომპანია ვიდეოების სერიას გვთავაზობს.
ახალი ვიდეორგოლი ამჯერად ტაიკანის დამუხტვის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას და ყველა იმ კითხვას პასუხობს, რომლებიც მომხმარებლებს ელექტრომობილის დამუხტვასთან დაკავშირებით უჩნდებათ: რა დრო სჭირდება ტაიკანის დამუხტვას, რამდენი კილომეტრის დაფარვა შეუძლია სრულად დამუხტვის პირობებში, სად შეიძლება ვისარგებლოთ ელექტრომობილის დამტენებით და სხვა.
მაინც რა უნდა იცოდეთ სრულად ელექტრო Porsche Taycan-ის დამუხტვის შესახებ?
2019 წელს, როდესაც პორშე ტაიკანი პირველად გამოჩნდა მსოფლიოში, ის იყო პირველი და ერთადერთი ელექტრომობილი, 800 ვოლტიანი ბატარეით. არსებობს პორშეს სამი ტიპის დამტენი სიმძლავრეების მიხედვით: 11, 22 და 150 კვტ-იანი.
თითოეულ მათგანს სხვადასხვა დრო სჭირდება საიმისოდ, რომ ავტომობილი ბოლომდე, 100%-ით, დაიმუხტოს. 11 კვტ-იან დამტენს დაახლოებით 6-7 საათი სჭირდება ტაიკანის სრულად დასამუხტად, 22- იანს 3-4 საათი, ხოლო 150-იანს სულ რაღაც 20-25 წუთი. 150 კვტ-იანი დამტენი მხოლოდ „პორშე ცენტრი თბილისის“ ტერიტორიაზეა განთავსებული, ხოლო 11 და 22 კვტ-იანი სიმძლავრის დამტენების დამონტაჟება ყველგან არის შესაძლებელი, მათ შორის, სახლის პირობებში. იმისთვის, რომ ავტომობილი სახლის პირობებში დაიტენოს, მხოლოდ სამფაზიანი დენის წყაროა აუცილებელი, სხვა დამატებით რესურსს დამტენი არ საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ ერთი სრული დამუხტვით ტაიკანს 450 კმ-ის გავლა შეუძლია.
„პორშე ცენტრი თბილისი“ ზრუნავს ელექტრომობილების ფლობის გამარტივებაზე და მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყო 13 ლოკაციაზე დამტენების დამონტაჟება. კახეთში პორშეს დამტენებს შევხვდებით- სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში“, „ამბასადორი კაჭრეთში“, „ლოპოტა სპა რეზორტსა“ და „ვაზისუბნის მამულში“. ასევე ყაზბეგსა და ბაკურიანში სასტუმრო „რუმსის“ ტერიტორიაზე, გუდაურში სასტუმრო „ლოფტისა“ და საირმეში სასტუმრო „ახალი საირმის“ ტერიტორიაზე. პორშეს დამტენებს შეხვდებით ბათუმშიც, სასტუმრო „ლე მერიდიენისა“ და „თეგეტას“ სერვისცენტრში, ქობულეთში სასტუმრო „ჯორჯია პალასში“, ხოლო თბილისში სასტუმრო „რუმსისა“ და „რადისონის“ ტერიტორიებზე შეძლებთ ელექტრომობილის დამუხტვას.
პორშეს ელექტროდამტენების გარდა, ტაიკანის დამუხტვა საქართველოში არსებულ სხვა ნებისმიერ ელექტროდამტენზეც არის შესაძლებელი.
„პორშე ცენტრი თბილისში“ სრულად ელექტრო პორშე ტაიკანზე – 3-წლიანი, ხოლო ბატარეაზე 8-წლიანი გარანტია ვრცელდება.
გერმანული ბრენდის ელექტრიფიცირებული მოდელის, Porsche Taycan-ის, შეძენა „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმშია შესაძლებელი. მომხმარებელს საშუალება აქვს, კონფიგურატორის დახმარებით თავად შექმნას თავისივე ოცნების ავტომობილი.