პორშეს სერვისი

ჩვენი სერვის ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე და პორშეს სტანდარტების მქონე ხელსაწყო-დანადგარებით. ავტომობილისთვის საჭირო ყველა ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მოწოდებულია Porsche AG-ის მიერ - ყველა ნაწილი წარმოადგენს ე.წ ორიგინალს.

ჩვენი მთავარი მიზანი, პორშეს მფლობელებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და საუკეთესო მომსახურების მიწოდებაა!

 

 

 

პორშეს ფილოსოფიაჩვენ, ისევე როგორც თქვენ, მაღალი სტანდარტები გვაქვს. თქვენ რაღაც განსაკუთრებულს ეძებთ და ამიტომ მართავთ პორშეს. სწორედ ამიტომ იმსახურებთ კიდევაც ასეთივე განსაკუთრებულ მომსახურებას: ზუსტს, პროფესიონალურსა და დინამიკურს, უპირველეს ყოვლისა კი, თქვენს მოთხოვნებზე ზუსტად მორგებულს. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ხომ პორშეს დამახასიათებელი თვისებებია. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გარემოთი და პერსონალით. პორშეს ტექნიკოსები გაწვრთნილი და სერტიფიცირებული არიან Porsche AG - ს მიერ და იყენებენ უახლეს ტექნიკურ მიღწევებს იმისათვის, რომ სათანადოდ იზრუნონ თქვენს პორშეზე.
გზაზე დაზიანების შემთხვევაში პორშეს შესაბამისი დახმარების მომსახურება
გზაზე დაზიანების შემთხვევაში პორშეს შესაბამისი დახმარების მომსახურებაჩვენ გთავაზობთ კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში, საბუქსირო მომსახურებასა და საგზაო დახმარების სერვისს. ავტომანქანის მექანიკური დაზიანების შემთხვევაში, ჩვენი სატელეფონო ცენტრი მზად არის დაგეხმაროთ ავტომანქანის ბუქსირით ტრანსპორტირებით თქვენ მიერ არჩეულ პორშეს ცენტრში.
პორშეს გარანტიაპორშეს ყველა მანქანა, რომლებიც იმპორტირებულია და იყიდება პორშე ცენტრი თბილისში უზრუნველყოფილია მწარმოებლის 3 წლიანი გარანტიით. საქართველოში პორშე ცენტრი თბილისი გარდა სხვა საშუალებებით ჩატარებულმა მანქანების მოვლა-შენახვამ ან იმპორტირებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ამ გარანტიის მოქმედებაზე. პორშეს ცენტრი გთავაზობთ სხვადასხვა საგარანტიო ვარიანტებს, რათა კიდევ უფრო მეტი სიმშვიდე შეგიქმნათ 9 წლამდე ვადის ფარგლებში.
ინფორმაცია ავტომობილის შესახებგსურთ, თქვენი ურთიერთობა თქვენს პორშესთან უფრო გამყარდეს? შეისწავლოთ მისი განსაკუთრებული მახასიათებლები ყველაზე მცირე დეტალების ჩათვლით? თუ ასეა, ჩვენ აქ თქვენთვის შევაჯერეთ ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი თქვენი პორშეს შესახებ: მოვლა-შენახვის გრაფიკები, სახელმძღვანელოები მფლობელებისათვის, საბურავების სერტიფიკატები და სხვა დანარჩენი იხილეთ აქ
სერვისი
პორშეს ორიგინალი ნაწილები და მომსახურებაჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ თქვენი Porsche - სთვის: ტექნიკური მომსახურება, მოვლა-შენახვა და შეკეთება. პორშეს ორიგინალი ნაწილების მეშვეობით, თქვენი ავტომანქანა პირვლანდელ მდგომარეობაში დარჩება. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ გერმანიიდან, უშუალოდ პორშეს ქარხნიდან იმპორტირებულ ორიგინალ ნაწილებს, ყველა სტანდარტის მკაცრი დაცვით. თუ რომელიმე ნაწილი, რომელიც შეიძინეთ შეკეთებისთვის და აღმოჩნდა წუნიანი, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მშვიდად ბრძანდებოდეთ, რადგან ჩვენი ნაწილები ასევე უზრუნველყოფილია ორწლიანი გარანტიით.
Расчет стоимости технического обслуживания
პორშეს სერვისის პაკეტიჩვენ მოვძებნეთ გამოსავალი პორშეს მფლობელთათვის, რომლებმაც თავიანთი მეორადი ავტომობილი შეიძინეს არაოფიციალური დილერებისგან და სურთ ავტომანქანის მოვლა-შენახვა პორშეს ავტორიზებულ სახელოსნოში. ჩვენი მიღების პაკეტი თქვენი პორშესთვის უზრუნველყოფს ავტომობილის მშვიდ მფლობელობას, რომელიც უკავშირდება ავტომობილის გარანტიას.