1. სასვლო მარაგი
WLTP ტესტირების შედეგად გამოვლენილი სასვლო მარაგის საფუძველზე შესაძლებელია სხვადასხვა მწარმოებლის ავტომობილების შედარება. მონაცემები აგრეთვე შეიცავს ინფორმაციას რეკუპერაციის შედეგად გავლილი მაქსიმალური მანძილის შესახებ. ინფორმაცია სასვლო მრაგის შესახებ დიდ მანძილებზე მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. ეს მონაცემები ეფუძნება WLTP ტესტირების შედეგს დამატებითი ფუნქციების გამოყენების გათვალისწინებით (მაგ. ჰაერის კონდიცირების სისტემა). მრავალმა ისეთმა ფაქტორმა, როგორიცაა მართვის სტილი, საგზაო სიტუაცია, რელიეფი, მართვის სიჩქარე, დამხმარე სისტემების (მაგ. ჰაერის კონდიცირების სისტემა, გასართობი და საინფორმაციო სისტემა და ა.შ) გამოყენება, მანქანის გარეთ არსებული ტემპერატურა, მგზავრების რაოდენობა, მარგი ტვირთის წონა და შერჩეული მართვის სტილი (მაგ. სპორტული რეჟიმი) შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ავტომობილის სასვლო მარაგზე.
2. ბატარეა
ლითიუმ-იონური ბატარეა დროთა განმავლობაში ექვემდებარება ცვეთას, ფიზიკური და ქიმიური ფაქტორებით გამოწვეულ დაძველებას. გამოყენების წესისას და გარემო პირობების გათვალისწინებით, მცირდება ბატარეის სიმძლავრე, რაც იწვევს სასვლო მარაგის შემცირებას და დატენვის დროის ზრდას. იმდენად, რამდენადაც გარემო ტემპერატურა გავლენას ახდენს ბატარეის მუშაობაზე, გთხოვთ, ავტომობილის პარკირებისას, მართვისას და დატენვისას გაითვალისწინოთ შემდეგი:
- შესაძლებლობის შემთხვევაში, მოარიდეთ ავტომობილი გარემოს, რომელშიც მუდმივი ტემპერატურა აღემატება 30 გრადუსს (მაგ: პარკირება მზის პირდაპირი სხივების ქვეშ და ა.შ).
- თუ აღნიშნული გარემოსთვის თავის არიდება შეუძლებელია, დატენეთ ელექტრომობილის AC (ცვლადი დენის) ტიპის კაბელით მაქსიმუმ 85%-მდე.
- ავტომობილის ორ კვირაზე დიდი ხნით უძრავად დატოვების შემთხვევაში, სასურველია გარემო ტემპერატურა 0-20 გრადუსის ფარგლებში მერყეობდეს, ხოლო ელექტრომობილის ბატარეა კი, 20%-დან 50%-მდე იყოს დატენილი.
- ბატარეის მაქსიმალურალდ მოკლე დროში დასატენად, უმჯობესია ბატარეის ტემპერატურა 30-35 გრადუსის ფარგლებში მერყეობდეს.
- ელექტრომობილის ყოველ დღე დატენვის შემთხვევაში, ბატარეის დატენვის მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 80 %-ს.
3. დატენვა
ბატარეია სიმძლავრე და დატენვის ხანგრძლივობა სხვადასხვა ისეთ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა არსებული ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვები, რაც განპირობებულია ისეეთი ფაქტორებით, როგორიცაა ენერგო-ინფრასტრუქტურა კონკრეტულ ქვეყანაში, მომხმარებლის პირადი საყოფაცხოვრებო აღჭურვილობა, ტემპერატურა, ავტომობილის სალონის კონდიცირების დონე დატენვამდე, აგრეთვე ბატარეის ასაკი. ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, დატენვის ხანგრძლივობა შესაძლოა საგრძნობლად აღემატებოდეს მითითებულს. მუდმივი დენის კაბელით დატენვისას ოპტიმალური დატენვის ხანგრძლივობის უზრუნველსაყოფად, ბატარეის 5%-დან 80%-მდე დასატენად საჭიროა სწრაფი დატენვის CCS დამტენი სადგური, რომლის სიმძლავრეც მეტია 270 კილოვატსა და 850 ვოლტზე. გარდა ამისა, ბატარეის ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 30-35 გრადუსის ფარგლებში. დატენვის პროცესის დაწყებისას, ბატარეის დატენვის მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 5 %-ს. 100 კმ-ის დისტანციისათვის, WLTP-ის ტესტის შედეგად გამოვლენილი დატენვის ხანგრძლივობა ეფუძნება იმავე წინაპირობებს. ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების გამო, დატენვის სიჩქარე იკლებს, მას შემდეგ რაც ბატარეის დატენვის მაჩვენებელი მიუახლოვდება მაქსიმალურ ნიშნულს. სწორედ ამიტომ, უმჯობესია ბატარეის 80%-მდე ან სასურველ ნიშნულამდე დასატენად მუდმივი დენის (DC) კაბელის გამოყენება. CCS დამტენი სადგურების ხშირი გამოყენება კი, დროთა განმავლობაში გაზრდის დატენვის ხანგრძლივობას. მუდმივი დენის (DC) კაბელით რეგულარული სწრაფი დატენვის უზრუნველსაყოფად კი გირჩევთ, რომ დატენვის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატებოდეს 50 კილოვატს. სახლის პირობებში დატენვისას, რეკომენდებულია ცვლადი დენის (AC) კაბელის გამოყენება. საყოფაცხოვრებო როზეტთან შედარებით, სამრეწველო AC როზეტის გამოყენების შედეგად იზრდება ბატარეის ეფექტურობა და მცირდება დატენვის ხანგრძლივობა.
4. ამძრავის სიმძლავრე
როგორც წესი, ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების ამძრავის მახასიათებლები დამოკიდებულია სხვადასხვა ისეთ ფაქტორზე, როგორიცაა სამუშაო დრო, აგრეთვე ბატარეის ტემპერატურა და ვოლტაჟი. აღწერაში მითითებული სიმძლავრე მიღწევადია სულ მცირე 10 წამის განმავლობაში, ხოლო მითითებული ოვერბუსტი - სტანდარტული მართვის სისტემის დროს - არა ნაკლებ 2,5 წამის განმავლობაში. ზედმეტად სპორტულმა მართვამ ან სწრაფი დატენვის სადგურებზე დატენვამ შესაძლოა ბატარეის გაცხელება და შედეგად სიმძლავრის დროებითი შემცირება გამოიწვიოს. ფიზიკური გარემო პირობების გამო, მითითებული აჩქარების მისაღწევად საჭირო მაქსიმალური სიმძლავრის მიღება შესაძლებელია რეგულარულად, მაგრამ როგორც წესი არა მყისიერად.